вторник, 5 января 2010 г.

ბლოგები, თვისუფლება და…/ Blogs, freedom and...



ფიქრი ფიქრია, ზოგი პირდაპირ მშველელად მოევლინება ადამიანს, ზოგიც მოსავლელია და დასაღვინებელი... ჟურნალის, წიგნის თუ ვებ-გვერდების გადათვალიერების სურვილით აღძრულ მკითხველს, ინტერესთან ერთად კეთილგანწყობაც უნდა მოსდევდეს… მაგრამ ინტერნეტსივრცის მეშვეობით იმდენად ღია და ”თამამი” გახდა საკუთარი შეხედულებების ფრქვევა და მტკიცება, რომ მკითხველი ”თანამედეროვე ტექსტების” კითხვის უნარით უნდა იყოს აღჭურვილი; მარჯვედ უნდა შეძლოს ”მიკვეცილ-მოკვეცილი” სიტყვების ამოცნობა… ფიქრი ფიქრია, ამა თუ იმ პიროვნებას, ხშირად დაუკითხავად ეწვევა და მის თავს ისეთ ამბებს დაატრიალებს რომ… მაგრამ თუ ის ”გამორჩეული” განუკითხავი ძალაუფლებითაა შეიარაღებული, მაშინ იმ აკვიატებულმა აზრმა, შესაძლოა ’შეფრენილთან” კი არა, კარგა დიდ რადიუსზეც სავაგლახოდ შეცვალოს ვითარება…
თავისებურად სასიამოვნოა, ”ბლოგებზე” ყველა თავისას, რომ ”უბერავს”; და თითქოს ამით არც არავინ ზიანდება…
ამგვარად განვითარებული ვებ-საიტების მოსალოდნელი შინაარს დანიშნულებას, მათ სიტყვიერ, აუდიო-ვიდეო მხარეს ”თანამედროვე შემფასებლები”, ძირითადად რამდენიმე ”სახალისო” ნიშნის მიხედვით წარმოაჩენენ … ანუ გრკვეულ ”ჩარჩოებში ტენიან”…
მაგრამ ”ბლოგები” უპირველესად თავისუფლების გამომხატველია… პიროვნული და შემოქმედებითი განვითარების თვალსაჩინო სარბიელი…
ე.წ. ”მეტრები” კი, ცდილობენ ”უძრაობა” ქარაფშუტულ ” მოძრაობად” აქციონ და ე.წ. ”……..” მოამრავლონ. გამოსდით კიდეც… ადგენენ თავისებურ ”გათვლებს”, ”ცხრილებს” და ჩნდება შთბეჭდილება, რომ ქართულ ”სინამდვილეში”, თითქოს ”თავისუფლებად” ნაბოძებ ინტერნეტსივრცის ”იდეოლოგიზაცია” მიმდინარეობს… ჩნდება გარკვეული ნიშნის ”ბანაკები”…
ნაღდ მკითხველს რჩეულთა სენტეციების გარდა, კურიოზების, სასარგებლო ინფორმაციის, კლიპების, და უამრავ ამგვარ საინტერესო მასალების მომპოვებელთა ნამუშაკევიც აინტრესებს და იზიდავს…
არც ”პროგრესისტების”, ”ამბიციონისტების ”, ”გადამვლელ-გადმოვლელების”, ”სანაგვეში” ქექვით გართულების, და”პატიოსანად გულაჩვილებულების” შეხედულებების მიმართაა გულგრილი…
რადგან ინტერნეტში, ქართული სააზროვნო სივრცე, დღესდღეისობით, უმეტესწილად ამგვარი ”ფრონტითაა” წარმოჩენილი…
შესაძლოა ერთგან ათასობით ”მნახველი”, შედიოდეს, რაც უცილოდ რეიტინგის მაჩვენებელია, სხვაგან კი ბევრად ნაკლები, მაგრამ იმ ”ათასიდან” და ამ ”ნაკლებიდანაც” სულ რამდენიმე იყოს ნაღდი მკითხველი და შემფასებელი… რა თქმა უნდა, ”მნახველთა” სიმრავლე ბლოგის პოპულარობას საგრძნობლად განაპირობებს…
მაგრამ ისიც ნათელია, ”ქართულ ინტერნეტში” ”ზრდადასრულებულ” მომხმარებელთა სიმრავლე, ინგლისურენოვან საიტებთან შედარებით ნაკლებადაა.
ალბათ, ამგვარი სხვაობა თავისებურად განაპირობებს იმას, რომ ”ქართულ სინამდვილეში” ასე მოზღვავებულ ”თინეჯერული სწრაფვები” და ”შეჯერებული შეხედულებები” მკრთალადაა ურთიერთგათავისებული…
არადა, გულშემატკივრობა ყმაწვილთა მიმართ, ხომ ჩვევად მოგვდგამს… მართალია, ბევრი წამოჩიტული ”ამბიციონისტი”, მხოლოდ თავისას მიერეკება და ბილწსიტყვაობით ცდილობს ”მეობის” დამკვიდრებას, მაგრამ დაინტერესებულ მკითხველს შეუმჩნეველი არ დარჩება, ახალგაზრდა თაობის წარმომადგენელთა მიერ პროფესიონალური ხელწერით გამართული სტატიები… თუმც, ამგვარი სტატიების მკითხველთა რაოდენობაა ნამდვილად არაა თვალშისაცემი. უგუნურ მკითხველთა აგრესიულობა კი, ბევრად უფრო საგრძნობია.
სურვილი, _ გავუფრხილდეთ ქართულ ინტერნეტსივრცეს და მისი ”სანაგვედ” გადაქცევის მოხალისეებს, ნუ წავახალისებთ ”ჩასაფრებულსაც” და ”თავდამსხმელსაც” ერთიანი შესატყვისობით უნდა გააჩნდეს.
გაღმელები თუ გამოღმელები, ჩემეულ ინტერპრეტაციას თუ მოვიშველიებთ, ხშირად შეგვახსენებენ, რომ სიტყვის თავისუფლება არის დემოკრატიის დამკვიდრების და განვითარების საფრენი ბილიკი…
მაგრამ აფრენის მოსურნეთაგან უმეტსობას დემოკრატიის ”მარშრუტზე” ბუნდოვანი წარმოდგენა აქვს…


P.S
რა თქმა უნდა, ცალკეული პიროვნების შემოქმედებით ფონზე განვითარებული ბლოგები, როგორებიცაა”გადაფურცლეთ წიგნებიდა ჟურნალები... ჯანრიგოგეშვილი, _ Look through books and magazines... Janri gogeshvili”, ”ლშს... / Lcs...” (”ლიტერატურულ-შემეცნებითი სივრცე... / Literary-cognitive space...”,"GOGEJANR","Gogejanr’s Blog” და ა. შ. ვერ იქნება "იმგვარად" პოპულარული, მაგრამ ვიმედოვნებ, გარკვეული ხნის შემდეგ, დღევანდელ ”თინეიჯერთაგან” ზოგი აქ, როგორც "მუზეუმში" ისე შემოიხედავს… ვინ ზღაპარს ან ლექსს წაიკითხავს თავის შვილებთან ერთად, ვინ სადირსეტაციო თემაში დაიმოწმებს, რომელიმე პუბლიცისტურ წერილს, ზოგი შესაძლოა მოთხრობისა თუ რომანის ნაწყვეტების კითხვამც კი გაიტაცოს, ვინ იცის… ესეც პერსპექტივაა… თავისუფალი ბლოგი, ანუ ვებ-საიტი, მართლაც რომ კარგი შესაძლებლობაა სააზროვნოსივრცის შესანარჩუნებლად…
ბლოგები, თვისუფლება და…
Blogs, freedom and...

========
/\
მიჰყე:
/
სიტყვა-ქარიზმა… / Word –Charisma…
ჟამთა სვლის ფრაგმენტები... Time fragments...
***
დეკლამაციური ინტერპრეტაციები… / Declamatory inter...
***
Poetry - Janri Gogeshvili / Georgia (country)
***
იმუნიტეტის პოლიციური ფუნქცია... /“არა ძალადობას”/ ”/ Police function of immunity… / ‘No violence’/
საქართველოს 9 აპრილი _ 1989-2009 / 9 April of Ge...
”იჩქარე ნელა” დასავლეთისკენ
აღმოსავლური გზების შემოვლით...
/\

ლიტერატურულ-შემეცნებითი სივრცე… / Literary-cognitive space… (WordPress.com)
    • /\
  • საძიებელი ”დატყვევებულ” საიტისა; (gogejanr.blogspot.com), რომლის ”აკაუნტიც” ჩემთვის გაურკვეველ ვითარებათა გამო ”ბლოკირებულია”...

***
ჯანრი გოგეშვილი პროზა, პოეზია, ესსე (პუბლიცისტიკა), დრამატურგია, აუდიო-ვიდეო ... / Janri Gogeshvili Prose, Poetry, Essays, Articles, The drama, A-V